logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მარიამ ქვრივიშვილმა SAMSUNG-ის დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა SAMSUNG-ის დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა

1773675477

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორპორაცია SAMSUNG-ის  დელეგაციას შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კორეელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ბიზნეს-მეგობრული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, დაბალი გადასახადებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ. სტუმრები ასევე გაეცნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. 

გამოგვყევით