ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7365 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7290 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0075 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1382 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1261 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა.