logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ლაშა პაპაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე - "კარგი ინიციატივაა, თუმცა ფასები გაიზრდება"

ლაშა პაპაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე - "კარგი ინიციატივაა, თუმცა ფასები გაიზრდება"

1773665160

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვას ნაწილობრივ დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ცვლილება ფასების ზრდასაც გამოიწვევს.  ამის შესახებ მან Galt & Taggart-ის მიერ სოფლის მეურნეობის ინდექსის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, აკრძალვა რძის პროდუქტებს არ შეეხება და აქცენტი სხვა სასმელებზე კეთდება.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი რძის პროდუქტებს არ ეხებათ პლასტმასის აკრძალვა და აქცენტი სხვა სასმელებზე კეთდება. პირადად მე ვფიქრობ, რომ კარგი ინიციატივაა და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შუშა გამოვიყენო. რა თქმა უნდა, ფასებზე ეს პირდაპირ აისახება და ფასები მოემატება, თუმცა შესაძლებელია, რომ ბიოდეგრადირებული PET-ი დაიშვას, მაგალითად, როგორც საფრანგეთშია. 50-50-ზე ვარ, თან მინდა, რომ ჯანმრთელი (პროდუქტი) იყოს და თან მეშინია ფასები არ გაიქცეს", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების წყლის  პლასტმასის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა) აიკრძალება.

 

გამოგვყევით