logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა

1773652984

წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე - „როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება - ვის მიმართოს და რა ფორმით“, სადაც მონაწილეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებზე იმსჯელეს და პროცესში შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების როლი მიმოიხილეს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრები თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში გაიმართა.

"ფასდათმობის ცნება ამ ბაზარზე ჩვენ შემოვიტანეთ - გვქონდა სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა" - "კარფურის" გენერალური დირექტორი

"ფასდათმობის ცნება ამ ბაზარზე ჩვენ შემოვიტანეთ - გვქონდა სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა" - "კარფურის" გენერალური დირექტორი

ბიზნესი

გამოგვყევით