logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"აქციზის განაკვეთი 6 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის 1 სმ³-ზე ₾1.5-ით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის ₾4.5-ით"

"აქციზის განაკვეთი 6 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის 1 სმ³-ზე ₾1.5-ით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის ₾4.5-ით"

1773740788

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებას, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო ცვლილება, მოქმედი რეგულაციის მსგავსად, ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს. კერძოდ, მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი - ძირითადი განაკვეთის 60%-ით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.

კანონპროექტით, ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია 2026 წლის 1 აპრილამდე, ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე.

ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება სახმელეთო ტრანსპორტით ხორციელდება ან იგი თავისი სვლით გადაადგილდება, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.

მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, კანონპროექტის ფისკალური ეფექტი ნეიტრალური იქნება.

0-დან 6 წლის ჩათვლით ერთიანი განაკვეთის შემოღება ამ სეგმენტში შემოსავლებს გაზრდის. ამავე დროს, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, ამ სეგმენტში იმპორტის რაოდენობას შეამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორთა დაახლოებით 60% შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტზე გადაერთვება, მოსალოდნელია, რომ დაბალანსდება ხანდაზმული ავტომობილების იმპორტით შემცირებული შემოსავლები“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, ცვლილება შედის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონშიც, რომლის თანახმად, იცვლება კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმი - ასაკობრივი ზღვარი.

ახალი რეგულაციით, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის წლოვანება 30 წელს აღემატება, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 40 წლისა.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას, სავარაუდოდ, დამატებითი კრიტერიუმის განსაზღვრა მოუწევს იმისთვის, რომ მხოლოდ წლოვანება არ განსაზღვრავდეს ავტომობილის კლასიკურ სტატუსს.

"წელს პირველ კლასში სწავლის დაწყება 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ" - კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს

"წელს პირველ კლასში სწავლის დაწყება 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ" - კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს

გამოგვყევით