Nvidia კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შექმნას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა კალიფორნიის ქალაქ სან ხოსეში გამართულ GTC დეველოპერთა კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტექნოლოგიური განვითარების მომდევნო ეტაპი შესაძლოა სწორედ კოსმოსში მონაცემთა ინფრასტრუქტურის განთავსება იყოს, რაც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. ასევე, მსგავსი პროექტები შეიძლება ენერგოეფექტიანობისა და მასშტაბურობის მხრივ ახალი სტანდარტი გახდეს. ჰუანგმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებაზე და ახალი პლატფორმების პოპულარობაზე.
Nvidia ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია გრაფიკული პროცესორების და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებაში. მისი ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება როგორც გეიმინგში, ისე მონაცემთა ცენტრებში, ავტომატიზაციასა და AI სისტემებში. თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ ახლა მათი ყურადღება კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შექმნაზეა მიმართული.