logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გულწრფელი სამძიმარი მთელ საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს" - ზურაბ ლალაზაშვილი პატრიარქის გარდაცვალებაზე

"გულწრფელი სამძიმარი მთელ საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს" - ზურაბ ლალაზაშვილი პატრიარქის გარდაცვალებაზე

1773818400

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, BDO-ს რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ლალაზაშვილი  სოციალურ ქსელ Linkedin-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"ძალიან დიდი დანაკლისი საქართველოსთვის, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი სულიერი ლიდერი — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

მისი წვლილი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში შეუფასებელია — სიბრძნით, სიმშვიდით და ერთიანობის იდეით ის ათწლეულების განმავლობაში გვაერთიანებდა და მასთან ერთად დიდი ეპოქა დასრულდა!

განსაკუთრებით სამწუხაროა ჩვენი ოჯახისთვის - ილია II იყო ჩვენი ხუთი შვილის ნათლია.

გულწრფელი სამძიმარი მთელ საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს,"- წერს ზურაბ ლალაზაშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გამოგვყევით