საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ძალიან მიყვარდა მასთან საუბარი. ხან მე დავდიოდი, ხანაც ფერმერები მიმყავდა მასთან . მივიდოდი, მოვუყვებოდი ჩვენს პრობლემებზე ემოციებით, ის კი მშვიდად ისე მიხსნიდა ყველაფერს, რომ მაშინვე გამოსავალს ვპოულობდი. მისგან გამოსულს საოცარი ძალა მეძლეოდა და კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიწყებდი საქმეს. ძალიან დააკლდება მისი სითბო, სიყვარული და ლოცვა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას,"- წერს ნინო ზამბახიძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.