საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ მართლმადიდებელ ეკლესიას, მრევლსა და სრულიად საქართველოს. შეუფასებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ის იყო ჩვენი სულიერი წინამძღოლი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად იდგა სამშობლოს სამსახურში, უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში და თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად გვაძლევდა პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულისა და დაუღალავი მსახურების მაგალითს.
მადლობა ილია მეორეს საქართველოს ეკლესიის 49-წლიანი წინამძღოლობისთვის და იმ გამორჩეული ღვაწლისთვის, რომელიც მან ქვეყნისა და კაცობრიობის სამსახურში გაიღო,"- ნათქვამია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.