logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოების თითოეულ წევრს" - შემოსავლების სამსახური

"ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოების თითოეულ წევრს" - შემოსავლების სამსახური

1773836340

შემოსავლების სამსახური საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისთვისაც ის იყო უდიდესი რწმენისა და იმედის სიმბოლო,"-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გამოგვყევით