logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს" - დავით სონღულაშვილი

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს" - დავით სონღულაშვილი

1773841178

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. განსაკუთრებულად რთულ პერიოდებში გვაძლევდა იმედს და გვიძლიერებდა რწმენას.

პატრიარქის მოღვაწეობის 49 წელი სამშობლოს და ხალხის განუზომელი სიყვარულით იყო აღსავსე.უდიდესია მისი როლი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, საზოგადოების გაერთიანებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში. მისდამი სიყვარული და პატივისცემა მარადიულია თითოეული ჩვენგანის გულში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, სასულიერო პირებს, მრევლს, თითოეულ მოქალაქეს და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს!საუკუნო ხსენება მის სულს! უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი,"-წერს დავით სონღულაშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გამოგვყევით