logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთის ეკონომიკა 2026 წლის დასაწყისში მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს - Reuters

ჩინეთის ეკონომიკა 2026 წლის დასაწყისში მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს - Reuters

1773898367

ჩინეთის ეკონომიკა 2026 წლის დასაწყისში მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. ამის შესახებ  Reuters-ი წერს. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გაიზარდა როგორც ინდუსტრიული წარმოება, ასევე საცალო გაყიდვები და საინვესტიციო აქტივობა, რაც ეკონომიკური აღდგენის დაჩქარებაზე მიუთითებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთი გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე შედარებით მდგრადად გამოიყურება და ენერგეტიკულ გამოწვევებსაც უკეთ უმკლავდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა აქტიურად იყენებს სტრატეგიულ რესურსებს, მათ შორის ნავთობის მარაგებს, რაც შიდა ბაზარზე ზეწოლას ამცირებს. ამ ფონზე, ზოგიერთი ეკონომისტი უკვე საუბრობს, რომ ჩინეთის გაძლიერება შეიძლება გლობალურ ეკონომიკურ ბალანსზეც აისახოს და საერთაშორისო ბაზრებზე მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდოს.

თამარ გაზდელიანი 

ფოტო: REUTERS

გამოგვყევით