logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.9%-ით შემცირდა - "საქსტატი"

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.9%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1773905268

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 512.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტით ნაკლებია.

"საქსტატის" ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 026.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 485.7 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 15.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5 პროცენტია.

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (147.1 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (105.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (95.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (415.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (326.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (310.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (499.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (457.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (418.3 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 216.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 125.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 93.3 მლნ. აშშ დოლარით (9.1 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 332.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 134.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.4 პროცენტი).

 

გამოგვყევით