ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აქვეყნებს.
ნავთობის ფასი 110 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ბუნებრივი გაზი განსაკუთრებით ევროპულ ბაზარზე მკვეთრად გაძვირდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდა უკვე აისახება ყოველდღიურ ხარჯებზე — გაძვირდა ტრანსპორტი, გაიზარდა ლოგისტიკური ხარჯები და ავიაბილეთების ფასებიც მატების ტენდენციას აჩვენებს.
ეკონომისტების შეფასებით, ენერგომატარებლების გაძვირება ინფლაციის ახალ ტალღას შეუწყობს ხელს, რაც ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრონ. თუ რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდება, გლობალური ეკონომიკა შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიანი ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდეს..
თამარ გაზდელიანი