შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
წერილში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ ილია მეორე საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში.
„თქვენო აღმატებულებავ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საერთაშორისო სამდივნოსა და პირადად ჩემი სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ასაფ ჰაჯიევის სამძიმრის წერილში.
1tv.ge