logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ქართულმა ბანკებმა თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ₾654.63 მლნ-ით მეტი სესხი გასცეს

ქართულმა ბანკებმა თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ₾654.63 მლნ-ით მეტი სესხი გასცეს

1774451455

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 71.06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 654.63 მილიონი ლარით (0.93% ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.32%-ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.20% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 

მარეგულირებლის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 530.64 მლნ ლარით (1.31%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 123.99 მლნ ლარით (0.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.32%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.77 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.31 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.39%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27 %-ით მეტი).

2026 წლის თებერვლის განმავლობაში 0.95%-ით, ანუ 351.47 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 37.17 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის  თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.78% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცვლელია).

გამოგვყევით