logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა IMF-ის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა IMF-ის მისიას შეხვდა

1774452940

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში მუშაობა დაიწყო. დღეს მისიის წევრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ.

სებ-ის პრეზიდენტმა მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური პროგნოზები და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებს საქართველო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტების ფონზე ხვდება. ამასთან, აღნიშნული პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის მასშტაბი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

სსფ-ის მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სსფ-ის მისიის სამუშაო შეხვედრები ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკებისა და სხვა დეპარტამენტებთან.

გამოგვყევით