logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სარესტორნე სექტორში ყველაზე დიდ პრობლემას კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს" - ეკა ჯალაღონია

მეგრული სახლის რესტორნების ქსელის დამფუძნებლის ეკა ჯალაღონიას განცხადებით, სექტორში ყველაზე დიდ პრობლემას კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, სარესტორნე ბიზნესში დასაქმებული ადამიანები საკუთარ საქმიანობას პროფესიად არ განიხილავენ.

"სარესტორნე ბიზნესი საქართველოს რეალობაში მართლაც საკმაოდ რთულია, რადგან ჩვენი ქვეყანა პატარაა, ბევრი რესტორანია და ყველაზე დიდი პრობლემა არის პროფესიონალი კადრების დეფიციტი. ვფიქრობ, რომ მენტალურ პრობლემამდე მივდივართ, რადგან ამ საქმიანობას პროფესიად არ განიხილავენ. შესაბამისად, ბევრ სირთულეს ვაწყდებით ამ მიმართულებით. სერიოზული კომპეტენციის დეფიციტია და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქვეყნიდან შრომისუნარიანი ახალგაზრდების ძალიან დიდი გადინებაა. 

ძალიან რთულია გამოსავლებზე საუბარი, რადგან ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ბიზნესიდან გამომდინარე არ არის და ეს გლობალური პრობლემაა, მათ შორის, ეკონომიკური მდგომარეობა და სტაბილურობა.

რაც შეეხება მოთხოვნის ტენდენციებს - წინა წლებში, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა იყო უფრო დიდ მასშტაბურ რესტორნებზე, რომლებიც გართობაზე იყო ორიენტირებული, ხოლო ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა, გაიზარდა ხარისხზე მოთხოვნა. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არსებული სარესტორნო ქსელები მომხმარებლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადრე რესტორნები მხოლოდ გემრიელ საკვებზე იყვნენ ორიენტირებულები. ახლა კი, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მათ შორის, ადგილმდებარეობას, გარემოს, სერვისს, სერვირებას და ა.შ. ", - აცხადებს ეკა ჯალაღონია. 

მანვე აღნიშნა, რომ სარესტორნე ბიზნესის საქმიანობაზე ტურისტული ნაკადების შემცირება და ზრდა პირდაპირ აისახება. 

"ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და ბუნებრივია, ყველა ბიზნესი და განსაკუთრებით HoReCa სექტორი სრულად ბიზნესზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. დღევანდელ რეალობაში ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩვენთვის, რადგან გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე - ბუნებრივია, ძალიან მცირე რაოდენობის ტურისტი შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ასეთი პერიოდი გულწრფელად, რომ გითხრათ, არ მახსენდება", - აღნიშნა ეკა ჯალაღონიამ.

"ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ" - სეს

"ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ" - სეს

გამოგვყევით