logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ისტორიული ვერდიქტი: Meta და YouTube სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების საქმეში დამნაშავედ ცნეს

ისტორიული ვერდიქტი: Meta და YouTube სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების საქმეში დამნაშავედ ცნეს

1774506060

ლოს ანჯელესის სასამართლომ Meta-სა და YouTube-თან დავაში ახალგაზრდა ქალის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამის შესხებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის მიხედვით, ქალი Meta-სა და YouTube-ს ბავშვობაში სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში სდებდა ბრალს.

ნაფიც მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Meta-მ, რომელიც Instagram-ს, Facebook-სა და WhatsApp-ს ფლობს, ასევე YouTube-ის მფლობელმა Google-მა, განზრახ შექმნეს სოციალური მედიის პლატფორმები, რომლებმაც ზიანი მიაყენეს 20 წლის გოგოს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალური ქსელების მფლობელებმა ქალს, რომელიც ცნობილია კეილის სხელით, სამი მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ.

ნაფიც მსაჯულთა ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ასობით მსგავს საქმეზე, რომლებიც ამჟამად ამერიკის სასამართლოებში განიხილება.

Meta-ს ადვოკატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კეილის ცხოვრებაში სირთულეები ჰქონია, Instagram-ის გამოყენება ამ პრობლემების მიზეზი არ ყოფილა. განაჩენს არ დაეთანხმნენ Google-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ვერდიქტს გაასაჩივრებენ.

1tv.ge 

გამოგვყევით