წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4 პროცენტია.
"საქსტატის" ცნობით, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.