ქართული ბიზნესსექტორი, ინკლუზიური და სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით, თანამშრომლობას აძლიერებს.
ამ მიზნით, „ქეი ემ გრუპსა“ და „მოდუს გარდენს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიები ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - როგორც ინოვაციური პროექტების განვითარების, ისე ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KM GROUP-ის დამფუძნებლებმა - ეკა ხითარიშვილმა და ია გოგოლაძემ განუცხადეს, პარტნიორობის მიზანია ორივე კომპანიის რესურსებისა და გამოცდილების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების გაძლიერებაზე.
„აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, უკვე განხორციელდა პირველი სოციალური აქტივობა, კერძოდ - „მოდუს გარდენსის“ სივრცემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს უმასპინძლა, სადაც სიმბოლური და გარემოსდაცვითი აქტივობის სახით, ჩვენი კომპანიების წარმომადგენლებმა და შშმ ბავშვებმა მცენარეები დარგეს. უნდა ითქვას, რომ ამგვარი აქტივობები მნიშვნელოვანია როგორც ბუნებაზე ზრუნვისთვის, ისე საზოგადოების ეკოლოგიური და სოციალური ცნობიერების ამაღლებისთვის“, - განაცხადეს KM GROUP-ში.
კომპანიის დამფუძნებლების - ეკა ხითარიშვილისა და ია გოგოლაძის განმარტებით, მსგავსი სოციალური აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და KM GROUP აქტიურად იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებით.
ცნობისთვის, KM GROUP-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ის წარმოადგენს სოციალური და ბიზნესპროექტების მართვაზე ორიენტირებულ კომპანიას, რომლის საქმიანობაც ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, კერძოდ - KM GROUP გეგმავს სოციალურ პროექტებს, აორგანიზებს მასშტაბურ და მიზნობრივ ღონისძიებებს, ამასთან დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირებს სთავაზობს PR და მარკეტინგულ მხარდაჭერას, ქმნის ბიზნესგანვითარების სტრატეგიებს და სხვა...