31 მარტს ჩვენ დაახლოებით 150 000 პირისგან ველოდებით ასეთ დეკლარაციებს, რომლებსაც sms შეტყობინებები წინასწარ გავუგზავნეთ, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, მაჩვენებლები მზარდია და ასევე, მზარდია ნებაყოფლობითი დეკლარაციების წარმოდგენის და სწორი მონაცემების დეკლარაციის მაჩვენებლები
"31 მარტის ჩათვლით, ინდმეწარმეებს და მოქალაქეებს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა უწევთ. ესენი არიან სხვადასხვა სტატუსი მქონე მეწარმე სუბიექტები და ფიზიკური პირები. მათ შორის, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სხვადასხვა მომსახურებას და ახორციელებენ შექმნილი პროდუქციის მიწოდებას. ასევე, ესენი არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც ასევე, პასიური საქმიანობა აქვთ და გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ მათ, ვინც თიზ-ის საწარმოებში არიან დასაქმებულები.
საშემოსავლო გადასახადს მეწარმე ფიზიკური პირები იხდიან მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოში ხარჯების გამოკლების გათვალისწინებით და განაკვეთი დამოკიდებულია საქმიანობაზე და შეიძლება იყოს 20% და ან 5%", - აცხადებს ლევან დგებუაძე.