logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი Bloom Festival-ს უმასპინძლებს - "20 ათასამდე ვიზიტორს ველოდებით"

საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისა და მათი ცნობადობის გაზრდის მიზნით, 16 და 17 მაისს, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ჯანმრთელობის, ბუნებისა და სილამაზის ფესტივალს, იგივე Bloom Festival-ს უმასპინძლებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფიზიკური მედიცინის, ბალნეოლოგიისა და კურორტოლოგიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა, ღონისძიება მისი ასოციაციის ინიციატივით გაიმართება, მხარდამჭერი კი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია იქნება.

„თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი Bloom Festival-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. გასულ წელს, ღონისძიებას 8 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. წელს, ჩვენი ფესტივალი გაცილებით მასშტაბური იქნება და 20 ათასამდე ვიზიტორს ველოდებით“, - აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს აბსოლუტურად ყველა კურორტი და ასევე, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ნატურალური პროდუქტები.

როგორც სალომე ყვავილაშვილი განმარტავს, ფესტივალის ფარგლებში, სხვა საერთაშორისო ვიზიტორებთან ერთად, ჩამოვლენ ჟურნალისტები და ბლოგერები ევროპული ქვეყნებიდანაც, რომლებიც კურორტოლოგიის მიმართულებით, საქართველოს პოტენციალს გააშუქებენ. გარდა ამისა, ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს ტრენინგებსა და B2B შეხვედრებს.

გამოგვყევით