logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"აუცილებელია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლების მდგრადი, საიმედო და უწყვეტი მომარაგება"

აუცილებელია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლების მდგრადი, საიმედო და უწყვეტი მომარაგება, - ამის შესახებ GREDA-ს აღმასრულებელმა  დირექტორმა მაია მელიქიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ ის გართულებული მდგომარეობა, რაც დიდთოვლობის, წვიმიანი, თუ ქარიანი ამინდების დროს შეიმჩნეოდა მოიხსნება.

"2023 წელს მოხდა ტარიფის 3 თეთრით შემცირება. ტარიფის დათვლა 2014 წელს მიღებული, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილი მეთოდოლოგიით ხდება, რომელიც არის მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი. შესაბამისად, სწორედ, ამ მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს სემეკი, რომელიც ასევე, დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში. 

მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება გადამცემი ქსელის გაუმჯობესებას და ინვესტიციების განხორციელებას თავად ქსელში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, დღეს მივიღეთ მოცემულობა, რომ გადამცემი ქსელი არ არის მწყობრში მოყვანილი, რაც წარმოებული ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდების გართულებას იწვევს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლების მდგრადი, საიმედო და უწყვეტი მომარაგება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო ნაწილში. 

ამ ეტაპისთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექნება ის სარგებელი, რომ გართულებული მდგომარეობა, რაც შეიმჩნეოდა დიდთოვლობის, წვიმიანი, თუ ქარიანი ამინდების დროს - ეს ყველაფერი მოიხსნება. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ხარისხიც არ იყო შესაბამისი. ძალიან რთული იყო ტექნიკის მუშაობა დაბალხარისხიანი ელექტროენერგიის პირობებში და ესეც გამოსწორდება. შესაბამისად, სექტორისთვის მნიშვნელოვანია დაბალანსებული იყოს ურთიერთობა მომხმარებლებსა და ენერგიის მწარმოებლებს შორის", - აცხადებს მაია მელიქიძე. 

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

გამოგვყევით