logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოში ავტომობილების განბაჟების ტარიფები გაიზარდა

საქართველოში ავტომობილების განბაჟების ტარიფები გაიზარდა. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, ძალაში 2 აპრილიდან შევა. რეგულაციის თანახმად, განბაჟების საფასური 2024 წლამდე გამოშვებულ ყველა ავტომობილზე იზრდება. უფრო კონკრეტულად კი აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ მეტრზე 1.5 ლარით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 კუბურ მეტრზე 4.5 ლარით განისაზღვრება.

ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები.

ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში გავრცელდება.

რაც შეეხება გამონაკლისებს, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილები აქციზის 60%-ის შეღავათით ისარგებლებენ. ელექტრომობილები კი კვლავინდებურად აქციზისგან იქნებიან გათავისუფლებული

გამოგვყევით