2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით მეტია. ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ 3,796.1 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30.2%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 32.3%, 24.8%, 18.6% და 52.5%-ით და, შესაბამისად, 334.2, 234.9, 78.8 და 68.4 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა შესაბამისად, 33.8 და 58.5 მლნ აშშ დოლარამდე.
საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
|
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
III კვ. 2026 |
|
აზერბაიჯანი |
78.8 |
|
ბელარუსი |
44.4 |
|
თურქეთი |
173.2 |
|
ირანი |
33.8 |
|
ისრაელი |
234.9 |
|
რუსეთი |
334.2 |
|
საუდის არაბეთი |
58.5 |
|
სომხეთი |
66.4 |
|
უკრაინა |
68.4 |
|
ევროკავშირი |
310.2 |
|
დანარჩენი ქვეყნები |
461.5 |