ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილს ამოიწურა ბიზნესსუბიექტების ვალდებულება საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების "მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობა.
აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ გადასახადის გადამხდელებმა, 2026 წლის 1 აპრილამდე არ უზრუნველყვეს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, მოხდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რეგისტრაციის შეჩერება - რაც გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების (როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო უფლებამოსილების) შესაბამისად, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის შეზღუდვას.
აღნიშნულ საგადასახადო/საბაჟო ფორმალობებზე შეზღუდვა მოიხსნება და საწარმოს რეგისტრაცია აღუდგება მას შემდეგ, რაც საწარმო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას, კერძოდ, უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნულ საკითხზე რეგისტრაცია შეჩერებულმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სახლებს.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს 2 405 405 ან გააგზავნოთ წერილი ელექტრონულ მისამართზე info@napr.gov.ge
დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული - შემოსავლების სამსახურის საკანონმდებლო სიახლეები.