logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

კოვენანტ ტრიქოდერმა – როგორ ყალიბდება ძლიერი ფესვთა სისტემა?

კოვენანტ ტრიქოდერმა – როგორ ყალიბდება ძლიერი ფესვთა სისტემა?

1775224929

მაღალი მოსავლიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მცენარის ძლიერი ფესვთა სისტემაა. სწორედ კარგად განვითარებული ფესვები განაპირობებენ მცენარის სიჯანსაღესა და საბოლოო შედეგს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არა მხოლოდ ნიადაგის სწორად მომზადება, არამედ დამხმარე საშუალებებით ფესვთა სისტემის ფორმირების ხელშეწყობა. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა კოვენანტ ტრიქოდერმა – ინოვაციური ინოკულანტი, რომელიც აძლიერებს მცენარეს განვითარების საწყისი ეტაპიდანვე და უზრუნველყოფს სტაბილურ, ხარისხიან მოსავალს.

რა არის ტრიქოდერმას უპირატესობები?

კოვენანტ ტრიქოდერმა ადიუვანტი ტრიქოდერმა სოკოსა და მიკორიზული სოკოების კომპლექსისგან შედგება. მათი ერთობლივი მოქმედებით მცენარე უფრო ძლიერი და დაავადებებისადმი მდგრადი ხდება, რომელიც განაპირობებს როგორც მოსავლის მოცულობას, ისე ხარისხს.

კონვენანტ ტრიქოდერმას მთავარი უპირატესობებია:

  • ფესვთა სისტემის განვითარება – ფესვები ღრმად და უფრო ფართო არეალში იზრდება, რომელიც უზრუნველყოფს საკვები ელემენტებისა და წყლის მაქსიმალურ ათვისებას.
  • მოსავლიანობის და ხარისხის ზრდა – უმჯობესდება ორგანოლეპტიკური თვისებები (ფერი, ტექსტურა) და ნუტრიციული ღირებულება – პროდუქტში უფრო მაღალია ცილის, ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების შემცველობა.
  • წყლის სტრესისადმი ტოლერანტობა – მიკორიზული სოკოების დახმარებით მცენარე მეტი ფართობიდან ითვისებს წყალს და ინახავს მას ფესვთა სისტემაში.
  • ნიადაგის ნაყოფიერება – პროდუქტი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ხელს უწყობს მცენარისთვის სასარგებლო მიკრობიოტის შექმნას და რთულად ხელმისაწვდომი მინერალების – ფოსფორის, რკინის, მანგანუმისა და თუთიის ათვისებას.
  • ქლოროფილის სიმკვრივის ზრდა – ფოთლები უფრო მწვანე და ძლიერი ხდება.
  • სიდეროფორების წარმოება – ეს ხელს უწყობს მცენარეს რკინის უკეთ ათვისებაში.
  • ფესვთა დაავადებებისგან დაცვა – ტრიქოდერმა ქმნის ბუნებრივ ბიოლოგიურ ფარს, რომელიც იცავს მცენარეს ნიადაგის პათოგენებისგან.

აღსანიშნავია, რომ კოვენანტ ტრიქოდერმას გამოყენება დაშვებულია ორგანულ მეურნეობებში და ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში.

როგორ გამოიყენება პროდუქტი?

კოვენანტ ტრიქოდერმა ორკომპონენტიანია და შედგება ფხვნილისა და ადიუვანტისგან, რომლისგანაც მზადდება სამუშაო ნაზავი. მისი გამოყენების ინსტრუქცია განსხვავდება კულტურების მიხედვით.

სიმინდი:

  • 30 კგ თესლი 20 გ ფხვნილი + 40-50 მლ ადიუვანტი
  • წყლის ნორმა: 0,7-0,8 ლ

ხორბალი:

  • 180 კგ თესლი 40 გ ფხვნილი + 100 მლ ადიუვანტი
  • წყლის ნორმა: 0,7-0,8 ლ

პარკოსნები:

  • 100 კგ თესლი 40-50 გ ფხვნილი + 0,1 ლ ადიუვანტი
  • წყლის ნორმა: 0,7-0,8 ლ

კოვენანტ ტრიქოდერმა ადიუვანტი არის პროდუქტი მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიან და მდგრად გადაწყვეტას მოსავლიანობის გასაზრდელად.

დამატებითი კონსულტაციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დარეკეთ ნომერზე +995 322 500 900.

გამოგვყევით