logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლევან სურგულაძე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობის მოპოვება მნიშვნელოვანი, დროული და ლოგიკური ნაბიჯია

ლევან სურგულაძე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობის მოპოვება მნიშვნელოვანი, დროული და ლოგიკური ნაბიჯია

1770993977

მიმდინარე გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციისა და შეზღუდვებთან დაკავშირებული რისკების ფონზე, ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან კონცენტრაცია ვიწრო სავალუტო და საბაზრო არეალში მოწყვლადობას ზრდის, - აცხადებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკი უკვე ახორციელებს დივერსიფიკაციის პოლიტიკას და რეზერვების პორტფელიც დივერსიფიცირებულია. საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სადაც მონეტარული ოქრო მნიშვნელოვან წილს იკავებს.

„მაგალითად, მონეტარული ოქრო წარმოადგენს რეზერვების მნიშვნელოვან ნაწილს და საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ჩინეთის შიდა საბანკო ბაზარზე წვდომა, ანუ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) ინვესტირების შესაძლებლობის მოპოვება მნიშვნელოვანი, დროული და ლოგიკური ნაბიჯია: ის აფართოებს საინვესტიციო არეალს და ქმნის საფუძველს იუანში დენომინირებული მაღალი ხარისხის სუვერენული ვალდებულებების შეძენისთვის, რაც ხელს უწყობს დივერსიფიკაციას როგორც ვალუტის, ისე ემიტენტებისა და ბაზრის სტრუქტურის მიხედვით. ამასთან, ყოველი ასეთი ნაბიჯი უნდა შეფასდეს და განხორციელდეს კონსერვატიულ ჩარჩოში: მიზანშეწონილია ეტაპობრივი დაწყება მცირე მოცულობით, მაღალი ხარისხის სუვერენული (საჭიროების შემთხვევაში სუვერენულთან მიახლოებული - სახელმწიფოსთან მჭიდროდ დაკავშირებული სისტემური ემიტენტები, რომელთა საკრედიტო რისკიც სუვერენულთან ძალიან ახლოს არის) ინსტრუმენტების პრიორიტეტით და მოკლე და საშუალო ვადიანობის არჩევით.

მთლიანობაში, ამას ვაფასებ როგორც რეზერვების მართვის შესაძლებლობების გონივრულ და დროულ გაფართოებას, რომელიც დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, იმ პირობით, რომ განხორციელდება ეტაპობრივად და რისკების მართვის და კონტროლის მკაცრ პირობებში, ხოლო უსაფრთხოება და ლიკვიდურობა დარჩება უპირველეს პრიორიტეტად“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.

გამოგვყევით