logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

Helio AI-მ უზბეკეთის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა

Helio AI-მ უზბეკეთის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა.  როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,  Helio AI-მ უზბეკეთში ოპერირება გასულ წელს დაიწყო  და ამ ბაზრიდან კომპანიის მიერ შეთავაზებულ  მომსახურებაზე  მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. 

„დავინახეთ, რომ საინტერესო იყო მათთვის ჩვენი პროდუქტი და გადავწყვიტეთ ოფიციალური წარმომადგენლობა გაგვეხსნა, რის ფარგლებშიც ოპერირება ჩვენთვისაც და მათთვისაც ბევრად კომფორტულია. უზბეკეთის ბაზარი შეირჩა იქიდან გამომდინარე, რომ  ძალიან გავს ჩვენს ბაზარს და საქართველოში მიღებული გამოცდილება გვეხმარება, რომ მათ მოვარგოთ ეს პროდუქტი, გავუზიაროთ ჩვენი რეკრუტინგის სისტემა და მოვაწონოთ კიდეც,“- აღნიშნა ნინი მოსიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პირველი ორი წლის განმავლობაში Helio AI აქტიურად ოპერირებდა საქართველოს ბაზარზე, თუმცა დაწყებული იყო ტესტირება სხვადასხვა ქვეყნებში.

"წლის მთავარი მიზანი საქართველოს და უზბეკეთის ბაზარზე გაფართოებაა, თუმცა გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები.  ჩვენს პროდუქტს ვტესტავთ ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში, საიდანაც ინტერესი მაღალია და ასევე ევროპის სხვადასხვა ბაზარზეც დავიწყეთ ტესტირების პროცესი,"-აღნიშნა ნინი მოსიაშვილმა.

Helio AI მომხმარებლებს სთავაზობს რეკრუტინგის სისტემას, რომელიც მოიაზრებს თანამშრომლის შერჩევის სრული ციკლის დაფარვას  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. 

გამოგვყევით