logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

გამოვიდა ჟურნალ "მონეტარული ეკონომიკის" მორიგი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ "მონეტარული ეკონომიკის" მორიგი ნომერი

1785230207

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - მონეტარული ეკონომიკა- მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

  • საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის შეფასება და მისის პოტენციური გავლენა მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმზე;
  • მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ძირითადი ფაქტორები საქართველოში: დინამიკა და სტრუქტურული ცვლილებები;
  • კრიპტოვალუტები და ფინანსური გლობალიზაციის გამოწვევები: ინდივიდის მონეტარული არჩევანის ტრანსფორმაცია;
  • ტრადიციული ბანკინგიდან ციფრულ ეკოსისტემებამდე: სუპერ აპლიკაციების ფენომენი და ნებადართული საბანკო საქმიანობა;
  • საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: მრავალსახელიანი საკრედიტო ინსტრუმენტები.


სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკაწარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.

ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“.

ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - [email protected]

გამოგვყევით