logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი - საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი - საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია

1770985352

სებ-ის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიღწევას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის პირველად ხელმისაწვდომი ხდება ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა.

Galt & Taggart-ის ეკონომისტის თქმით, ბოლო წლებში ცენტრალური ბანკების მხრიდან საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. „ბოლო წლებში ცენტრალური ბანკები მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. გლობალური ეკონომიკური და მონეტარული გარემოს ცვლილებების ფონზე, სარეზერვო აქტივების სტრუქტურის გადახედვა და ეტაპობრივი გაფართოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში შეინიშნება როგორც ოქროს შესყიდვების ზრდა, ისე სხვადასხვა ვალუტასა და ბაზარზე ნომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების დამატება სარეზერვო პორტფელებში. დივერსიფიკაციის ამ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მიღება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო რეზერვების გეოგრაფიული და ვალუტის ჭრილში დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის შესაძლებლობას გაფართოვდეს საინვესტიციო არეალი და გარკვეულწილად შემცირდეს რეზერვების კონცენტრაცია ტრადიციულ ბაზრებსა და ვალუტებზე, იმავდროულად დაცული იყოს რეზერვების მართვის ძირითადი პრინციპები - უსაფრთხოება და ლიკვიდურობა. ეს გადაწყვეტილება ფასდება როგორც რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ. CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა. შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.

გამოგვყევით