logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"იმპორტირებულ პროდუქციასთან არათანაბარ კონკურენციაში ვართ" - მურად ღოღაძე

"იმპორტირებულ პროდუქციასთან არათანაბარ კონკურენციაში ვართ" - მურად ღოღაძე

1770982115

თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია "ქალაქურის" დამფუძნებლის მურად ღოღაძის განცხადებით, მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია იმპორტირებულ პროდუქციასთან არათანაბარ კონკურენციაშია.

როგორც მან სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იქნება ის, რომ თანაბარ კონკურენციაში იყვნენ განსაკუთრებით იმპორტირებულ ნედლეულთან.

"როცა თხილის ხარისხი სტაბილურია და თურქული თხილის ხარისხი უფრო მაღალი ჩვენთან მიმართებაში - დავსვათ პირველი კითხვა - შეიძლება ჩვენზე მაღალი ფასი ჰქონდეს? თუ 10 ცალ თხილს გავტეხავთ ჩვენიდან ამოვიღებთ 5 ცალს მისი ღირებულება იზრდება და როდესაც თურქულ თხილს გავტეხავთ შეიძლება მისი ღირებულება ჩვენზე ნაკლები გამოვიდეს, მაგრამ რაოდენობა მეტი. ანუ რაოდენობრივადაც გვაჯობებენ და ფასშიც გვაჯობებენ. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ჩვენი თხილი უფრო მაღალი ფასი იყოს. სწორედ ამიტომ, ჩემი შეფასებით, გამოსავალი არის იმპორტის სწორად დარეგულირება რითეილთან მიმართებაში", - მურად ღოღაძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიას ბოლო 2 წლის განმავლობაში პროდუქციის ღირებულება არ გაუზრდია.

ცნობისთვის, "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით, და ასევე, პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი - საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი - საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია

გამოგვყევით