logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შოთა ბერეკაშვილი: მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში

შოთა ბერეკაშვილი: მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში

1770981814

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შეაჯამა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები და დაასახელა ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებთან.

ბერეკაშვილის განცხადებით, მწარმოებელი კომპანიებისთვის, პრობლემურია და გამოწვევად რჩება იმპორტირებული ნედლეულის დიდი პროცენტული წილი, ასევე, მაღალი საოპერაციო ხარჯები, სუპერმარკეტების დომინირება, ნაშთები მართვა და საკრედიტო რესურსების სიძვირე.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებთან, დაახლოებით 90 % ნედლეულისა წარმოებაში იმპორტირებულია და ეს იმპორტის ინფლაციის რისკების პრობლემას ქმნის, რაც თავისთავად, შესაძლებელია აისახოს ფასის ზრდაში. ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა იყოს ის, რომ მწარმოებლებს კონკრეტულად ამ მიმართულებით აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, რომელიც ეხება პროდუქციის რეალიზაციას და ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებს. მათ ძვირი უჯდებათ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა, სხვადასხვა ტიპის გადასახადების გამო. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა არის ის რომ, კონტრაქტორულ ურთიერთობებში, ჯაჭვში ამ სამ კომპონენტს შორის, ზედა წერტილზე მდგომი სუბიექტები, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტები, მათ გააჩნიათ უფრო მაღალი მოლაპარაკების ძალა და პირობების დაყენების საშუალება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მწარმოებლებს. ასევე გამოვლინდა კონკრეტული პრობლემა სამუშაო კაპიტალზე, გადახდების დაგვიანებაზე, რომელიც, თავის მხრივ, იძულებულს ხდიდა აღნიშნულ კომპანიებს, რომ საკრედიტო კაპიტალი მოეზიდათ, დამატებითი რესურსი მოეზიდათ, რაც უძვირებდა პროცესს და შესაბამისად აისახებოდა პროდუქციის ღირებულებაში. ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა, რომ ნაშთების მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო რიგი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ხორცის და ძეხვეულის წარმოებაში. დანაკარგი შეადგენდა 5-6 %-ს. როდესაც კომპანიას მოგება აქვს 5 % და დანაკარგი 5 - % ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საკრედიტო რესურსის სიძვირე,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი - საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია

Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი - საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია

გამოგვყევით