2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 117.0 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 34.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 636.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.