logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $5 მლრდ-ს მიაღწევს" - Galt & Taggart

"წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $5 მლრდ-ს მიაღწევს" - Galt & Taggart

1770629400

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი შეფასებით, 2026 წელს ტურიზმისდან მიღებული შემოსავლბი 5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მათივე ცნობით, იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა. 

"ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, Galt & Taggart არის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში და ლონდონის ბირჟაზე განთავსებული Lion Finance Group PLC-ის შვილობილი კომპანია. Galt & Taggart-ის საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული საქმიანობა
  • ფინანსური კონსულტაციები
  • საბროკერო მომსახურება
  • კვლევები

გამოგვყევით