logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოში გამოცდილების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში საკმაოდ მაღალია" - ენდრიუ ჯუველი

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოცდილების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა, უმუშევრობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებლებს არ აქვთ ის უნარები, რასაც დამსაქმებლები ეძებენ.

"ჩვენ გვქონდა დისკუსიები თუ რა არის უმუშევრობის მაღალი დონის მიზეზი. ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია უნარების დეფიციტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაოს მაძიებლებს არ აქვთ ის უნარები, რასაც დამსაქმებლები ეძებენ. კიდევ ერთი მიზეზია წამახალისებელი ფაქტორები სამუშაოსთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ იღებთ სამთავრობო სარგებელს არ გსურთ დაბალი ანაზღაურების სამსახურში დაიწყოთ მუშაობა. ესეც დაკავშირებულია მაღალი დონის უმუშევრობასთან, რაც უნდა მოაგვაროს მთავრობამ. 

მეორე გამოწვევა არის ურთიერთკავშირი - რომელიც კვლავ შუა დერეფნის კონცეფციას ეხება და იმას თუ როგორ მიიღო სარგებელი საქართველომ ტრანზიტული ვაჭრობისგან - ევროპიდან აზიაში და პირიქით. თუმცა მაინც არსებობს ძალიან ბევრი დაბრკოლება, რაც უნდა მოგვარდეს - მათ შორის, ინვესტიციები, გზები, გზატკეცილები, რკინიგზა, პორტი და ეს ყველა საკითხი ყურადღებას საჭიროებს იმისათვის, რომ საქართველოში ტრანზიტული ვაჭრობა გაუმჯობესდეს", - აცხადებს ენდრიუ ჯუველი.

გამოგვყევით