logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

შპს "მალთივერს" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

შპს "მალთივერს" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

1776174563

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მალთივერს“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404598663) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

შპს „მალთივერს“-ის ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მალთივერს“-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მალთივერს“-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

 
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. N1, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისი (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

გამოგვყევით