logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მარტში, საქართველოს ექსპორტი $697 მლნ-მდე გაიზარდა" - "საქსტატი"

"მარტში, საქართველოს ექსპორტი $697 მლნ-მდე გაიზარდა" - "საქსტატი"

1776152100

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 138.4 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 7.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 414.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.

მარტში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135 მილიონი დოლარით, 697 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, ის 67 მილიონი დოლარით, 1.59 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გამოგვყევით