logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს

სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს

1775632394

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური  მომსახურების კომპანიების სახელით გაურკეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს.

გაურკვეველი პირები მოქალაქეებს სთხოვენ პირადი მონაცემებისა და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას, რიგ შემთხვევებში სთავაზობენ  ადგილზე მისვლას ან/და სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციის შესრულებას ტელეფონით. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აფრთხილებს მოსახლეობას: აღნიშნული სატელეფონო ზარები არ ხორციელდება კომუნალური კომპანიების მიერ.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების შემთხვევაში  არ გააზიარონ პერსონალური მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ იმ კომუნალურ კომპანიას, რომლის სახელითაც ხორციელდება ზარი ან დაუკავშირდნენ სემეკს ქოლცენტრის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან),"-ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოგვყევით