logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

რამდენიმე თვეში "თმის სახლი" ალოპეციის მქონე თოჯინების გამოშვებას გეგმავს

რამდენიმე თვეში "თმის სახლი" ალოპეციის (თმის ცვენის)  მქონე თოჯინების გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა ინდირა შამილიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, თოჯინას თავისი პარიკები ექნება. 

მისი თქმით, ალოპეციის მქონე ბავშვებისთვის შექმნილი ემოციური მხარდაჭერის პროექტი არა მხოლოდ ინიციატივაა, არამედ ნამდვილი მხარდაჭერაა მათთვის.

"ვფიქრობთ, რომ აღნიშნული წამოწყება კარგი იქნება. ალოპეციის მქონე ბავშვებს თავისნაირი თოჯინა ეყოლება, რაც მათთვის იმის მთქმელი იქნება, რომ ის სხვებისგან განსხვავებული არ არის და აი თოჯინაც მისნაირია და თოჯინასაც აქვს პარიკები. 

აღნიშნული პროდუქტი ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება და მასიურ წარმოებას, როგორც უკვე გითხარით რამდენიმე თვეში დავიწყებთ", - აღნიშნა ინდირა შამილიშვილმა.

ცნობისთვის, "თმის სახლი" ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო ქუთაისში მდებარეობს, ხოლო მაღაზიები ქუთაისსა და თბილისში. ადგილობრივი ბაზრის გარდა, კომპანია პროდუქციას 15-მდე ქვეყანაში ყიდის. 

გამოგვყევით