logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

SpaceX-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI შეიძინა - Reuters

ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსური ამბიციების გაერთიანებას ცდილობს - SpaceX-მა რეკორდული კორპორაციული გარიგება გააფორმა და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

შეთანხმება რაკეტებისა და სატელიტების მწარმოებელ კოსმოსურ კომპანიას SpaceX-ს და xAI-ს ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტს GROK-ს აერთიანებს, რომელიც რეალურ დროში ინფორმაციას სოციალური ქსელი X-ის (ყოფილი Twitter) მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს.

გამოცემის ცნობით, გარიგება SpaceX-ს 1 ტრილიონ დოლარად, ხოლო xAI-ს 250 მლრდ დოლარად აფასებს. შესყიდვის ფარგლებში, ინვესტორებს შეეძლებათ დარჩნენ SpaceX-ის მეწილეებად და xAI-ის თითოეული აქციისთვის SpaceX-ის 0.1433 აქცია მიიღონ, ან აქციებს თანხის ქეშის სახით დაბრუნება არჩიონ და თითო აქციაზე 75.46 დოლარი მიიღონ.

გამოგვყევით