Amazon 16 000 თანამშრომელს ათავისუფლებს, რაც კომპანიის მიერ სამ თვეში მასშტაბური სამუშაო ადგილების შემცირების მეორე რაუნდია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კომპანია მიზეზად ხელოვნური ინტელექტის უზენაესობისთვის ბრძოლაში საკუთარი პოზიციის გაუმჯობესებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის აუცილებელია ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება, რათა დააჩქაროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. 14 000 კორპორაციული თანამშრომლის შემცირების შესახებ Amazon-მა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რაც აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯასის, დირექტივას მოჰყვა.
ცნობისთვის, Amazon-ი ამერიკის სიდიდით მეორე კერძო დამსაქმებელია Walmart-ის შემდეგ. აშშ-ის თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების კომისიაში წარდგენილი 2024 წლის კვლევის თანახმად კი, მას 350 000-ზე მეტი კორპორაციული თანამშრომელი ჰყავს. ორივე ბოლოდროინდელი შემცირების რაუნდის შედეგად, შემცირებაში ოფისის თანამშრომლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 9% მოჰყვა.