Tesla-მ აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი Model Y SUV-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომლის ფასი 41,990 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წერს Reuters-ი.
ახალი მოდელი ოქტომბერში წარმოდგენილ დაბალფასიან Standard ვერსიებთან ერთად გამოვიდა, რომლებიც წინა საბაზისო მოდელებთან შედარებით დაახლოებით 5,000 დოლარით იაფია.
აღნიშნული ვერსიები Tesla-ს 2026 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების მოზიდვას.
ანალიტიკოსების შეფასებით, დაბალფასიანი მოდელების ზრდამ შესაძლოა მოგების მარჟებზე ზეწოლა შეინარჩუნოს, თუ კომპანიამ ხარჯების შემცირება ან პროგრამული და სერვისული შემოსავლების ზრდა ვერ შეძლო.
ანი ჯალაღონია