logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანიის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა, ყველაზე დიდი მოთხოვნა სუფრებზეა - "თინე"

სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი "თინეს"  დამფუძნებლის, თიკო კიკალეიშვილის განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. 

მისივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა სუფრებზე, რანერებსა და ხელსახოცებზეა.

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვვითარდეთ, ამ ეტაპზე, სტენდების გახსნის მიმართულებით აღარ ვმუშაობთ და ასორტიმენტის გაფართოებას ვგეგმავთ. მათ შორის, ხელნაკეთი ნივთების, სახლის დეკორაციული ნივთების დამატებას ვგეგმავთ. 

ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა "თინე" თავის ნიშას ინარჩუნებს, ჩვენი მომხმარებლები გვყავს და შესაბამისად, კონკურენცია ჩვენთვის ხელის შემშლელი არ არის. მომხმარებლების 95%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, განსაკუთრებით თბილისი აქტიურობს, შემდეგ აჭარის და კახეთის რეგიონი მოდის. 5%-ი კი, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს უჭირავს", -  აღნიშნავს ქართული ბრენდი "თინე"-ს დამფუძნებელი.

მანვე აღნიშნა, რომ ბრენდი პროდუქციას თურქეთიდან შემოტანილი, ქსოვილით აწარმოებს. 

ცნობისთვის, სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი "თინე" ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით