logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

გასულ წელს საქართველოში $18.5 მლნ ღირებულების ყვავილები შემოვიდა

ყვავილების იმპორტი და შესაბამისად, რეალიზაცია მზარდია. მოთხოვნა განსაკუთრებით თებერვალსა და მარტში იმატებს. საქართველოში 2025 წელს 18.5 მილიონი  დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობის ყვავილი შემოვიდა.  გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობით, თითქმის 13 მილიონი დოლარის ღირებულების ვარდების იმპორტი განხორციელდა.

იმპორტიორ ქვეყნებს შორის ეკვადორი, სომხეთი, კენია, ნიდერლანდები და თურქეთია. მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება:

ეკვადორი - 6.9 მლნ დოლარი

სიმხეთი - 3.7 მლნ დოლარი

კენია - 1.5 მლნ დოლარი

ნიდერლანდები - 2.5 მლნ დოლარი

თურქეთი - 968 200 დოლარი

რაც შეეხება ექსპორტს, მოცულობები მცირეა. საერთო ჯამში, ქვეყნიდან 57 400 დოლარის ღირებულების ყვავილები გავიდა. ექსპორტი ძირითადად უკრაინაში განხორციელდა.

გამოგვყევით