logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 000 000-ე მგზავრს უმასპინძლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 000 000-ე მგზავრს უმასპინძლა

1764927337

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 000 000-ე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ აეროპორტისა და ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში.  ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს. 

მეხუთე მემილიონე მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე პიერ ბერეტი იყო, რომელიც თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრინდა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 000 000-ე მგზავრის დაჯილდოების სიმბოლური ღონისძიება გაიმართა. მგზავრთნაკადის მხრივ წელს რეკორდული მაჩვენებლებია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

TAV Georgia-ს გათვლებით, 2025 წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტები 6,6 მილიონი მგზავრით დახურავენ.

11 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ზრდა 13%-ია, ხოლო ბათუმში 30%. ტავ ჯორჯიას მართვაში არსებული ორივე აეროპორტი ამ 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში 6 147 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო 12 აგვისტო, როცა მან მიიღო და გააცილა ჯამში 97 რეისი - 21 959 მგზავრით. ბათუმისთვის კი რეკორდული იყო 24 აგვისტო, როცა აეროპორტმა მიიღო და გააცილა 35 რეისი და მოემსახურა 8 446 მგზავრს.

გამოგვყევით