აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებამ აშშ-ის ეკონომიკას წარმოუდგენელი შედეგები მოუტანა და მომავალში მოგება კიდევ უფრო მეტი იქნება.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ტარიფების სრული სარგებელი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი და ამ მდგომარეობით აშშ ყველაზე „ცხელი“ ქვეყანაა მსოფლიოში.
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების პირდაპირი შედეგი უზარმაზარი თანხაა – ასობით მილიარდი დოლარი, ტარიფების სრული სარგებელი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, რადგან საქონლისა და პროდუქტების მყიდველების უმეტესობა „მარაგს ივსებს“, ვიდრე მათ შეუძლიათ, გამოიყენონ, რათა თავიდან აიცილონ ტარიფების გადახდა მოკლევადიან პერიოდში.
თუმცა, ეს დიდი რაოდენობით მარაგების შეძენა ახლა იკლებს და მალე ტარიფებს ყველაფერზე გადაიხდიან, ყოველგვარი აცილების გარეშე, ხოლო აშშ-ისთვის გადასახდელი თანხები მკვეთრად გაიზრდება, დოლარი კი უკვე არსებულ ისტორიულ დონეს გადააჭარბებს. ეს გადახდები რეკორდული იქნება და ჩვენს ერს ახალ და უპრეცედენტო სიმაღლეზე დააყენებს. ჩვენ უკვე ვართ მსოფლიოში ყველაზე „ცხელი“ ქვეყანა, მაგრამ ამ ტარიფების ძალა ამერიკას ისეთ ეროვნულ უსაფრთხოებასა და სიმდიდრეს მოუტანს, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს.
ჩვენ წინააღმდეგ მტრულად განწყობილნი ემსახურებიან უცხოურ ინტერესებს, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის წარმატებას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. მათ ჩვენ საერთოდ არ ვადარდებთ. მოუთმენლად ველოდები შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ სასწრაფო და დროისადმი მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით, რათა შეუფერხებლად გავაგრძელოთ ამერიკის გაძლიერება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.