logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზაზე მდინარე პაპასყურეზე ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზაზე მდინარე პაპასყურეზე ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

1755176624

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდინარე პაპასყურეზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, გეომეტრიული პარამეტრებითა და დატვირთვის გამძლეობით ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი მალით, 13,1 მეტრი სიგრძის და 9,7 მეტრი სიგანის სახიდე გადასასვლელის მოწყობა. ახალი ხიდი მოიცავს სრულად განახლებულ საავტომობილო საფარს, ტროტუარებს თვალამრიდებით და მოაჯირებით. სამუშაოების პერიოდში, ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისთვის, მოეწყობა დროებითი შემოვლითი გზა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 886 716 ლარს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სამუშაოების განხორციელების ვადად განსაზღვრულია 8 თვე სამუშაოების დაწყებიდან.

შესყიდვის ბმული:

გამოგვყევით