logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

2025 წლის II კვარტალში, რძის და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის გაიზარდა - "საქსტატის" მონაცემები

2025 წლის II კვარტალში, რძის და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის გაიზარდა - "საქსტატის" მონაცემები

1755247668

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 186.1 მლნ ლიტრი რძე იქნა წარმოებული. 

ამასთან, მიმდინარე წელს საანგარიშო პერიოდში ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9.5%-ით ნაკლებია. 2024 წლის II კვარტალში ხორცის წარმოება 20.1 ათას ტონას შეადგენდა.

რაც შეეხება კვერცხს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.7 მილიონი ერთეული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.6%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში 168.5 მლნ კვერცხი იქნა წარმოებული. 

გარდა ამისა, "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა და 870.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.8 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.6 პროცენტით გაიზარდა და 11.1 მილიონი ფრთა შეადგინა.

გამოგვყევით